2018-01-18
ბრძანება №:15/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის  N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ელიაშვილის 2017 წლის 20 ნოემბრის N21171/10 წერილისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 დეკემბრის N22849/31-05 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“  2013 წლის  16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, რექტორის მრჩეველი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
დ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ე) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ვ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ზ) ირაკლი ღარიბაშვილი - უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
კ) ვახტანგ  კოკილაშვილი - უნივერიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ლ) ნათელა მუზაშვილი - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
მ) იამზე გაგნიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ნ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ო) თეონა მატარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
პ) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ჟ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი,  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
რ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ს) ლელა ჯანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ტ) მარინე ერქომაიშვილი - უნივერსიტეტის გამომცემლობის სამეცნიერო გამოცემების მენეჯერი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი.“


ბ) ბრძანების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად (საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარ შესწავლა, დამუშავება და განსახილველად მომზადება) შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი -  საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) იამზე გაგნიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
გ) ეკატერინე ნავროზაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
დ) თეონა მატარაძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ე) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გია ლობჟანიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ზ) გურამ ქუთელია - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
თ) ლელა ჯანაშვილი  - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ი) მარინე ერქომაიშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.“
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი  შარვაშიძე


« უკან დაბრუნება