2012-07-18
ბრძანება №:1074/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  №127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224 ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ივნისის №685 და 3 ივლისის №689 ბრძანებების, ანანო რიდლინგტონის წარმომადგენლის შუშანიკ ასათიანის (№12096/02, 18.05.2012), მედეა შარვაშიძის წარმომადგენლის დიმიტრი შარვაშიძისა (№10445/02, 02.05.2012) და ნიკოლოზ ჯანდიერის (№14021/02, 12.06.2012) განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე კანდიდატები:
       იურიდიული ფაკულტეტი _ სამართლის საბაკალავრო პროგრამა
       ნიკოლოზ ჯანდიერი (პ/ნ 01005042404, საქართველოს მოქალაქე);

        სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
       ანანო რიდლინგტონ (პ/ნ 507837613, ბრიტანეთის მოქალაქე);
       
        ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი     
       მედეა შარვაშიძე (პ/ნ 6504100256, საქართველოს მოქალაქე).

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (2 კვირის ვადაში);

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.

4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი                                                 ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება