2014-11-11
ბრძანება №:200/01-01
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ტარტუს უნივერსიტეტის ევროპული კოლეჯის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების და ტარტუს, ვილნიუსისა და ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (38895/02; 10.11.2014) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ტარტუს უნივერსიტეტის ევროპული კოლეჯის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი სამაგისტრო სტიპენდიების და ტარტუს, ვილნიუსისა და ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი საბაკალავრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიანტი) შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 12 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსში, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
3.
დამტკიცდეს სტიპენდიანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
კომისიის თავმჯდომარე – ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეც¬ნიე¬რე¬ბათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ბ)
კომისიის წევრი – სერგი კაპანაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
გ)
კომისიის წევრი – დავით სიხარულიძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი – მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);
ე) კომისიის წევრი – დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი).
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა