2012-06-04
ბრძანება №:76/01-01
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვბრძანებ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 25 ივლისის №77/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ.დ“ და „ე.დ“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 25 ივნისი - 19 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 25 - 31 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“.
ბ) „ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 25 ივნისი - 19 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 25 - 31 ივლისი (დამატებითი გამოცდები)“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება