2019-03-14
ბრძანება №:67/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53- ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო ოკრიბელაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ) თამარ სანიკიძე - ა(ა)იპ - განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ვლადიმერ მარგველაშვილი - თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი; ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო
ჯგუფის წევრი;
თ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი -
სამუშაო ჯგუფის წევრი;
ნ) დიმიტრი კორძაია - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ო) იამზე კუტალაძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
პ) უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ჟ) შოთა კეჟერაშვილი - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
რ) მაია კობახიძე - ა(ა)იპ - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი.
2. დაევალოს სამუშაო ჯგუფს 2018 წელს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ასახული რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის
ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან
„ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების საფუძველზე, 2019 წლის 5 აპრილამდე, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის სტრუქტურისა და მართვის პროცესების განვითარების მიზნით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და ვადების მითითებით.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მართვის მეტ ეფექტიანობასა და მაღალ ეფექტურობაზე, მცირე ბიუროკრატიითა და ხარჯების შემცირებით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.- ს ფილიალი საქართველოში“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №172/01- 01 ბრძანება.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას დაინტერესებული პირებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ ბრძანების გაცნობის უზრუნველყოფა.
6.
დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ამ ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., №6) კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ცისკარიძე
« უკან დაბრუნება