2011-12-07
ბრძანება №:124/01-01

სალერნოს უნივერსიტეტსა (იტალია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

სალერნოს უნივერსიტეტსა (იტალია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2011 წლის 5 დეკემბრის განცხადების საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. ჩატარდეს სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სალერნოს უნივერსიტეტში (იტალია) 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სასწავლებლად გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიის მოსაპოვებლად.
  2. კონკურსი ჩატარდეს 2011 წლის 14 დეკემბერს 14 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 237).
  3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ნიკოლეტა დაგა (იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე, კომისიის თავმჯდომარე);

    ბ) ნინო დურგლიშვილი (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);

    გ) მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);

    დ) ნინო გოგნიაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი);

    ე)   ნინო ხმალაძე (თსუ ენების ცენტრის მასწავლებელი);

    ვ) ანი ჭელიშვილი (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი).

  4. დამტკიცდეს შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და შეფასების კრიტერიუმები (დანართი №1).
  5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  6. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
  7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.








რექტორი                              ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება