2013-06-17
ბრძანება №:66/02-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ

      „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-102 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესის“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ”, ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ზაზა სხირტლაძე - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
დ) მაია ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
ე) მაია მანია -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ვ) მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი - კომისიის წევრი;
ზ) გოგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
თ) ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ი) გიორგი შხვაცაბაია- მოქანდაკე - კომისიის წევრი;
კ) ირაკლი მასხარაშვილი - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ლ) ირინე კოშორიძე-  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
მ) ნათელა ჯაბუა -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ნ) გია იაშვილი - მოქანდაკე  - კომისიის წევრი;
ო) ლევან სილაგაძე - მხატვარი - კომისიის წევრი;
პ) მალხაზ მაცაბერიძე - ისტორიკოსი - კომისიის წევრი;
ჟ) დიმიტრი შველიძე -ისტორიკოსი  - კომისიის წევრი;
რ) ასტამურ ჯიხვაშვილი - თსუ სტუდენტი - კომისიის წევრი;

2. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინგა მერკვილიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ბ) ლელა კოპალეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
გ) ვალერიან მიღდისელი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი  სპეციალისტი;
დ) გიორგი მაღლაფერიძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ე) დავით გაბრიაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
ვ) დინარა ტიკარაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწე;
ზ) ბექა ბერაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
თ) ლია ბაყაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ი) მაკა ქორჩაშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი;
კ) ჯაბა ციციშვილი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების უფროსი  სპეციალისტი.

4. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის სხდომის თავჯდომარეობისა და შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.

5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინატორის ფუნქცია დაეკისროს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარ სპეციალისტს – ინგა მერკვილიშვილს.

6. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N46/02-01 ბრძანებით შექმნილი „კომისიას ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წლის თებერვალში დაღუპული სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის“ მიერ შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიას დაევალოს კონკურსის ჩატარების კალენდარული გეგმის შემუშავება, წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, საკონკურსო პროექტების გამოფენა, გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და მემორიალის განსათავსებლად შესაბამისი ელექტრონული ტენდერის გამოცხადების უზრუნველყოფა;

7. დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს საკონკურსო განცხადებების ტექსტისა და შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.

8. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

9. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;

10.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება