2010-07-13
ბრძანება №:162/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
   
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე  მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

I.  შეტანილ იქნას ცვლილებები “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 12 მარტის №34/02-01 ბრძანებაში:

1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად დაინიშნონ: ლელა ხუციშვილი- საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი; მაყვალა ნუციბიძე-საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი.

2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებად დაინიშნონ: ქეთევან კიკვიძე- საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი; ნატო ვაშაკიძე-საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი; ლეილა ხელაძე- საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი.

3. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას ქეთევან კიკვიძე-საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპეციალისტი;  

II. დაევალოთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მატერიალური ფასეულობის გადაბარება დადგენილი წესის შესაბამისად.



III. კონტროლს ბრძანების შესახებ განვახორციელებ პირადად.
 
IV. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

V. ბრძანება განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საფუძველი: წერილი №16604/02 08.07..2010წ.









ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                              რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება