2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება 05/01-01)
2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტთა რეგისტრაციისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 2008 წლის 11 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით.
2 .დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე და სხვა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს. (თ.მარგალიტაძე);
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა