2013-06-14
ბრძანება №:58/01-01
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის № 71/2013 დადგენილებისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (16913/02; 14.06.2013) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, 2013-2014 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
- კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 17 ივნისს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული).
-
დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე გუიდო მიუნთელი (გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და საკონსულო განყოფილებების ხელმძღვანელი);
ბ) კომისიის წევრი ანა ნივიანდა (თსუ-ს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორი);
გ) კრისტიან ქუინი (”ბოშის ფონდი”-ს ლექტორი);
დ) კომისიის წევრი ელიზაბეტ ფენორი (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი).
-
კომისიის მდივნად დამტკიცდეს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
-
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის
მოვალეობის შემსრულებელი:
ალექსანდრე კვიტაშვილი