2017-03-22
ბრძანება №:75/02-01
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,
უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტების მენეჯერის ვალერი არღუთაშვილის 2017 წლის 01 მარტის №2524/29 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილებები და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის ინსპექტირების ჯგუფი:
ლა) ვალერი არღუთაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტების მენეჯერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;
ლბ) თენგიზ გოგოლაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (მე-10 სასწავლო კორპუსი) კვების ობიექტის ადმინისტრატორი - ჯგუფის წევრი;
ლგ) აკაკი მიქაბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში - ჯგუფის წევრი;
ლდ) ბეჟან ბუაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (მე-10 სასწავლო კორპუსი) ადმინისტრატორი.’’
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა