ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ასისტენტ - პროფესორთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 23 აპრილს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 25 მაისიდან 2009 წლის 25 ივნისის ჩათვლით;
4. კონკურსი ცხადდება გეოგრაფიის მიმართულებით, ქვემიმართულება: – გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა _ ასისტენტ-პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე; ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, ოკეანოლოგია _ ასისტენტ -პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე;
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია
(CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი;
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში 2009 წლის 25 მაისიდან 2009 წლის 25 ივნისის ჩათვლით, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი);
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #4470/02, 09.03.2009წ.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა