2012-12-21
ბრძანება №:2195/01-04
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 29 ნოემბრის #1183 ბრძანებისა და სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. ჩაირიცხონ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატები:
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – მედიცინა (ინლისურენოვანი)
1. აჰმედ მოჰამმედ მაჰმუდ ალაეკადი (ერაყის მოქალაქე)
2. აჰმედ საფვან ღანიმ ალ-ჰალავჩე (ერაყის მოქალაქე)
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (ერთი დღის ვადაში);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება