2013-03-11
ბრძანება №:484/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტარციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

  ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტარციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის                       4 თებერვლის #10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სიის შესაბამისად. (დანართი #1)
2.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
3.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ერთი დღის ვადაში;
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი                     ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება