2014-12-30
ბრძანება №:22/04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის და სამეცნიერო-კვლევებში სტუდენტების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მაქსიმალური ჩართულობის მიზნით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის მიზნით 2015 წელს განხორციელდეს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა.
- მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის სამეცნიერო-კვლევითი თემატიკის დამდგენ ორგანოდ განისაზღვროს ფაკულტეტის საბჭო.
- მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში ერთწლიანი კონკრეტული სამეცნიერო-კვლევის (პროექტის) დაფინანსება მოხდეს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს ადგენს ფაკულტეტის საბჭო ამ ბრძანების დებულებების გათვალისწინებით. ერთი პროექტის ღრებულება არ უნდა აღემატებოდეს 20.000 ლარს.
- თითოეულ პროექტში სავალდებულოა უნივერსიტეტის არანაკლებ 2 სტუდენტის (აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ 150 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0 GPA-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) ჩართულობა.
- დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე მონიტორინს ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო.
- პროექტი დასრულებულად ჩაითვლება ფინანსური და პროგრამული ანგარიშის ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენის საფუძველზე. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის მიმღებმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა.
- პროექტში ჩართული პროფესორისა ან/და ასოცირებული პროფესორის ჯამური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 30 %-ს.
- პროექტის დაფინანსება განხორციელდება ტრანშებად, პრინციპით - პირველი ტრანში არაუმეტეს 40%-სა, მეორე ტრანში - არაუმეტეს 50%-სა 6 თვის ფინანსური და პროგრამული ანგარიშის წარდგენისა და დადებითი შეფასების საფუძველზე, მესამე ტრანში - არაუმეტეს 10%-სა პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგომ.
- მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წელს გამოიყოს 525.000 ლარი, რაც თანაბრად ნაწილდება უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის.
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
- ბრძანება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6).
რექტორი პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე « უკან დაბრუნება