2018-07-02
ბრძანება №:158/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3 - 11 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 17 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 17 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 - 17 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 2 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 11 - 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 19 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 24 სექტემბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 - 24 სექტემბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 სექტემბერი - 12 იანვარი
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 13 - 21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)  
ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი, 22 თებერვალი - 3 მარტი

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),   22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
ვ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                   გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება