2008-08-29
ბრძანება №:0

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის #74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ (ბრძანება №116/02-01)

ბრძანება № 116 / 02-01
       29.08.2008 წ

 

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის    ხელმძღვანელის   2008    წლის    23   ივნისის   #74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის       მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" პუნქტის,  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის      2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის NN#74/02-01  ბრძანებაში   და   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის   აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი განისაზღვროს შემდეგნაირად:

სრული პროფესორი             40 საშტატო ერთეული;
ასოცირებული პროფესორი      119 საშტატო ერთეული
ასისტენტ-პროფესორი           38  საშტატო ერთეული

2.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი თანდართული სახით;

3.  დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისათვის;

4.  ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5.  კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;

6.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი
#14808/02  29.08.2008წ.

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
                                  გ. გალდავა

« უკან დაბრუნება