2018-10-08
ბრძანება №:236/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 28 სექტემბრის №255 ბრძანების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018 წლის შემოდგომაზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

ადგილების რაოდენობა სსსმ აპლიკანტებისთვის

სწავლების განხორციელების ადგილი

1.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდ

2

. თბილისი , უნივერსიტეტის . N2

2.

ტუროპერატორი

2

. თბილისი , უნივერსიტეტის . N2

3.

საბაჟო საქმე

2

. თბილისი , უნივერსიტეტის . N2

4.

ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

2

. თბილისი , უნივერსიტეტის . N2

5.

ბიბლიოთეკარი

2

. თბილისი , უნივერსიტეტის . N2

6.

საბაჟო საქმე

2

. ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8

7.

შემფასებელი

2

. ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8

8.

ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

2

. ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8

9.

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა

2

. ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8

10.

საოფისე საქმე

2

. ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8



2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                      ალექსანდრე ცისკარიძე

 

« უკან დაბრუნება