2015-03-18
ბრძანება №:44/01-01

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9  და მე-12 პუნქტების,  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 23 თებერვლის 6062/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით  შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა  - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი -  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
გ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) ირმა რატიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ელგუჯა ხინთიბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) ეკა ვარდოშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ვლადიმერ მინაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) თამარ შარაბიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი -  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) ნინო კაკულია - გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ჟ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
რ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
ს) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ტ) ოთარ ბაქანიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
უ) თამარ გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ფ) ნინო პოპიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ქ) რუსუდან კობახიძე - მუზეუმის უფროსი სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ღ) ივანე მჭედელაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკრაინისტიკის საგანმანათლებლო - სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტი - საორგანიზაციო კომისიის წევრი.
2. დაევალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხრიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა. 
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გათვალისწინებული კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“   საუიბილეო ღონისძიებათა გაშუქება.
6. დაევალოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში უცხოელი სტუმრების მიღებისა და გაცილების ორგანიზების უზრუნველყოფა.
7. დაევალოს უნივერსიტეტის მუზეუმს საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გათვალისწინებული გამოფენის ორგანიზება. 
8. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                                         

« უკან დაბრუნება