2015-12-07
ბრძანება №:194/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 სექტემბრის №123/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 სექტემბრის №123/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2015 წლის 27 ნოემბრის  №44245/01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალურ საკითხებზე “ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 სექტემბრის №123/02-01 ბრძანების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
 
    “3.ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის (უფასო მსმენელი) კურსის გავლის შემთხვევაში განისაზღვროს 1 საათი 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ხოლო ფასიანი მსმენელისათვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 40 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).”
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება