2019-02-06
ბრძანება №:31/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 09 იანვრის N161/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 25 იანვრის N1145/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „პჯრ მეთოდების გამოყენება სურსათის ტესტირებისა და კლინიკურ სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში“ (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4.   ბრძანება    ძალაში    შედის    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





  რექტორი                                            გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება