2014-07-18
ბრძანება №:116/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 11 ივლისის №21611/02 და 16 ივლისის №22121/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 15 ივლისის №21826/02 და 17 ივლისის №22190/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 26 ივნისის №19772/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 8 ივლისის №21020/02 და 2014 წლის 10 ივნისის №17975/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 8 ივლისის №21068/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 10 ივლისის №21407/02 და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2014 წლის 9 ივლისის №21164/02 წერილების საფუძველზე,    
   
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება