2012-09-24
ბრძანება №:128/01-01

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დამატებითი მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის #126/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დამატებითი მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის #126/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ს“ „ტ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  2012 წლის 14 სექტემბრის №737 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს ცვლილება "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დამატებითი მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" თსუ-ს რექტორის 2012 წლის 21 სექტემბრის #126/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ა) პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება - 24 -25 სექტემბერი;
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება - 25 სექტემბერი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 25 სექტემბერი;
ა.დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში -                              25 სექტემბერი."

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის  ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                             ალექსანდრე კვიტაშვილი



« უკან დაბრუნება