2015-09-16
ბრძანება №:103/02-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის 03 სექტემბრის №29337/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის            ,,გ” თავის მე-5 მუხლის 5.3. პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.3. კუკური წიქარიშვილი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;“ 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციისხელმძღვანელი                                                დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება