2017-09-18
ბრძანება №:781/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის  39-ე მუხლის პირველი,  მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2017 წელს უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 30 აგვისტოს №184/17 ბრძანების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ)   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ)  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ)   მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი                     გიორგი შარვაშიძე




« უკან დაბრუნება