2019-02-11
ბრძანება №:33/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მისაღები გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მისაღები გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების   მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019    სასწავლო    წლის    გაზაფხულის    სემესტრში    საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მისაღები გამოცდების ჩატარების ვადები:

ა) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 18 თებერვალი;
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 19 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -  20 თებერვალი; დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი;
ე) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 19 თებერვალი;
ვ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 20 თებერვალი; ზ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 21 თებერვალი; თ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი;
ი) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) - 21 თებერვალი;
კ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 22 თებერვალი; ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება - 25 თებერვალი; მ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება - 26 თებერვალი.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




  რექტორი                        გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება