2010-09-16
ბრძანება №:210/02-01
“სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
შევიდეს ცვლილება “სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 15 თებერვლის №21/02-01 ბრძანების პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
გ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
თ) სერგო სანაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი.
-
სატენდერო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას:
გ) დავით ბერეკაშვილი – მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
- დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ- გვერდზე.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩომახიძე