2009-01-21
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №10/02-01)

ბრძანება # 10 / 02 -01
       21.01.2009 წ
       

 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების  მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების"  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის,  ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2008 წლის 28 ნოემბრის  #147/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად ( დანართი 1-ში მითითებული მოთხოვნების მიხედვით);
2. კონკურსი ცხადდება 2009 წლის 23 იანვარს, განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 23 თებერვალი;
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა ავტობიოგრაფია (CV) და   სამოტივაციო წერილი უნდა გადმოგზავნოს მისამართზე www.personal@tsu.ge;
4.  შერჩეული კანდიდატები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე;
5.  ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
6. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს ვებ-გვერდზე    www.jobs.ge
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

 

 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
                              გ. გალდავა

« უკან დაბრუნება