2019-06-17
ბრძანება №:148/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2019 წლის 11 ივნისის N10888/28 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესი (დანართი N1).
2. მიხეილ ნადარეიშვილის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მიხეილ მანია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვახტანგ კვარაცხელია - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, (კომისიის წევრი);
გ) ელიზბარ ნადარია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
დ) მამუკა ნადარეიშვილი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი (კომისიის წევრი);
ე) მიხეილ ნადარეიშვილი - თიბისი ბანკის ბიზნესის ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
ვ) მალხაზ შაშიაშვილი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ- წიფო უნივერისტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის წევრი).
ზ) ომარ ფურთუხია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის წევრი, მდივანი);
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება