2019-10-10
ბრძანება №:217/02-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის პირველი ოქტომბრის N17/04 ერთობლივი ბრძანების და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2019 წლის 8 ოქტომბრის N19284/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის (1 საშტატო ერთეული) შესარჩევად.
2. ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1070 (ათას სამოცდაათი) ლარით.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) იცოდეს საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
გ) იცოდეს საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“;
დ) იცოდეს საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“;
ე) იცნობდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებას;
ვ) ჰქონდეს მუშაობის 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ბიბლიოთეკაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
4. უნარები
ა) კომპიუტერული უნარების ფლობა;
ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
ე) პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
5. აპლიკანტს მოეთხოვება „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-
1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ განყოფილების გამგის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
ბ) მოვალეობების განაწილება განყოფილების თანამშრომლებს შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის
ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად, მათი ფუნქციების განსაზღვრა და დავალებების მიცემა;
გ) განყოფილების საქმიანობის სამოქმედო გეგმისა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
დ) განყოფილებაში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ხელის მოწერა;
ე) განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულება;
ვ) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისათვის ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა გადაწყვეტის თვალსაზრისით წინადადებების წარდგენა.“
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
დ) სამოტივაციო წერილი;
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2019 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი- ბიბლიოთეკის“ გამგე.
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის“ გამგის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2019 წლის 6 ნოემბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა