2013-11-04
ბრძანება №:132/02-01

,, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 17 ივნისის 66/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-102 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის                 10 თებერვლის N3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესის“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინდეფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2013 წლის 22 ოქტომბრის N33435/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 17 ივნისის N66/02-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული უნივერსიტეტის სტუდენტებთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის  განთავსების უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ გაიპარაშვილი - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, კომისიის   
   თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის  
   დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ზაზა სხირტლაძე - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
დ) მაია ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
ე) მაია მანია -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ვ) მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი - კომისიის წევრი;
ზ) გოგი ხოშტარია - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
თ) ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ი) ირინე მირიჯანაშვილი - ხელოვნებათმცოდნე - კომისიის წევრი;
კ) ირაკლი მასხარაშვილი - არქიტექტორი - კომისიის წევრი;
ლ) ირინე კოშორიძე-  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
მ) ნათელა ჯაბუა -  ხელოვნებათმცოდნე  - კომისიის წევრი;
ნ) გია იაშვილი - მოქანდაკე  - კომისიის წევრი;
ო) ლევან სილაგაძე - მხატვარი - კომისიის წევრი;
პ) მალხაზ მაცაბერიძე - ისტორიკოსი - კომისიის წევრი;
ჟ) დიმიტრი შველიძე -ისტორიკოსი  - კომისიის წევრი;
რ) ქეთევან მურუსიძე - თსუ სტუდენტი - კომისიის წევრი;“

2.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                 დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება