2015-07-14
ბრძანება №:23/04

ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

    ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტთა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. წინამდებარე ბრძანების მიზანია ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტთა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით თსუ-ის მიერ გახსნილ ანგარიშებზე (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი    TRESGE22, მიმღების  ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) მიზნობრივად ჩარიცხული თანხების განკარგვის წესის დადგენა.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) დავით ჩომახიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი, რექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რამაზ ბოჭორიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
დ) მერაბ ალავერდაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენციერებათა ფაკულტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის გამგე - კომისიის წევრი;
ე) დალი კანდელაკი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) ნათელა ლაცაბიძე, პერსონალის მართის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ი) გიორგი ტალახაძე, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) რუსუდან ნასარიძე, საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
ლ) მურმან ცარციძე, საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი - კომისიის წევრი.

3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხების განაწილება მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების განკარგვას კომისიის წარდგინების საფუძველზე.
5. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თსუ-ს გარდაცვლილ სტუდენტთა ოჯახებისათვის შესაბამისი ფულადი სახსრების გაცემა მოხდეს ამ მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე შემოსული თანხების გარდაცვლილ სტუდენტთა ოჯახებისათვის თანაბრად განაწილების გზით.
6. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე მიზნობრივად შემოსული თანხები განაწილდეს შესაბამის სტუდენტთა და თანამშრომლთა განცხადებების საფუძველზე (განცხადებას უნდა დაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ზარალის მიყენების ფაქტი), კომისიის წარდგინების საფუძველზე.
7. წინამდებარე ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თსუ-სთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის დადასტურება მოხდეს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპატრამენტის, ხოლო სტუდენტთა თსუ-ს სტუდენტის სტატუსის ქონის დადასტურება მოხდეს სასწავლო პროცესის მართვის დეპატრამენტის მიერ.
8. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე შემოსული თანხები სრულად მოხმარდეს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენითი სამუშაოებისათვის გასაწევ კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ ხარჯებს (საპროექტო მომსახურეობის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი საქონლისა ან/და მომსახურეობის შესყიდვა, შესაძლო შრომითი ანაზღაურება და სხვა).

9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
11. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
12. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კილომეტრი 6).



რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი                                 ერმი ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება