2016-09-27
ბრძანება №:170/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატის  შერჩევის  შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 30 აგვისტოს N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსის დიმიტრი გეგენავას 2016 წლის 26 სექტემბრის N35511/02 წერილის საფუძველზე,    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცების (არჩევნების) პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით გოგოლი (თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
ბ) თამარ გურული (თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი);
გ) თინათინ დავითაშვილი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
დ) რუსუდან თავართქილაძე (თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე); 
ე) მანანა კაკაბაძე (თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი);
ვ) მარინე ტურაშვილი (თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
ზ) ნინო ქარქაშაძე (თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი);
თ) ნინო ჭალაგანიძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) გვანცა ხასია (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მოწვეული პედაგოგი).
 
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

რექტორი                                                                                                       გიორგი შარვაშიძე                                                                                                                              

« უკან დაბრუნება