2018-01-22
ბრძანება №:09/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის #73/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის #73/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის NN#73/02-01 ბრძანებისა და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2018 წლის 15 იანვრის N#556/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 21 მარტის NN#73/02-01 ბრძანებაში: 
a) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.”
b) ბრძანების მე-22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,22. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                  ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება