2015-12-07
ბრძანება №:219/01-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2015 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო რექტორის მოადგილის მერაბ ელიაშვილისათვის დროებით რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ“ რექტორის 2015 წლის 03 დეკემბრის N217/01-01 საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმი ჩატარდეს 2016 წლის 25 აპრილს.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №151/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის შესრულების უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის ფაკულტეტებს (ფაკულტეტის საბჭოებს) დაევალოთ:
ა) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობაზე კონკურსის გამოცხადება არაუგვიანეს 2016 წლის 30 იანვრისა;
ბ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობისათვის უფლებამოსილ პირთა მოხსენებების დადგენილი წესით მიღება 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით;
გ) ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე წარსადგენი მოხსენებები შეარჩიოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი