2018-03-07
ბრძანება №:50/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის     11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ო. თაბორიძის 2018 წლის 05 მარტის N423/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი  ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მათემატიკის დეპარტამენტი ( ბიოლოგების მე-11 სასწავლო კორპუსი)
ა) ქეთევან შავგულიძე - ასოცირებული პროფესორი - N319 და N322 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) თინათინ დავითაშვილი - ასისტენტ-პროფესორი - N329, N362 და N369 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) თენგიზ კოპალიანი - ასოცირებული პროფესორი -N364, N333, N332 და N221 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
დ) თამაზ თადუმაძე - პროფესორი - N330 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) პეტრე ბაბილუა - ასისტენტ-პროფესორი N334, N335, N336 და N366 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი - N359, N360 და 361ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ზ) ნატალია ჩინჩალაძე - ასოცირებული პროფესორი - N363 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
თ) რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი - კორპუსის სარდაფში დასაწყობებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ი) უშანგი გოგინავა - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN385, 171);
კ) როლანდ ომანაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN178, 391);
ლ) თამაზ თადუმაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N399);
მ) თეიმურაზ ახობაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N393);
ნ) რამაზ ბოჭორიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო საგრანტო პროექტი NIB7420-111041;
ო) ბაკურ გულუა - ლაბორანტი - უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემებისა და ანალიზის მონათესავე საკითხების, მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის და გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახები -NN219, 228, 235)“.
ბ) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
ა) მაკა ოდილაძე - უფროსი ინჟინერი (აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფის ლაბორატორია);
ბ) ირმა ასლანიშვილი - უფროსი ინჟინერი - მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე N412-419 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გია სირბილაძე - პროექტის ხელმძღვანელი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N361)“.
გ) ბრძანების დანართი N1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ფ“ პუნქტი:
,,ფ) აკაკი კალატოზიშვილი - ორგანული ქიმიის ლაბორანტი - ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა


« უკან დაბრუნება