2015-12-31
ბრძანება №:1090/02-03

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15  მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის  №57/2015 დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 ნოემბრის №188/02-01 ბრძანების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 30 დეკემბრის №7 სხდომის ოქმის, ერმი ქემოკლიძის 2015 წლის 22 დეკემბრის №47530/02 მოხსენებითი ბარათის და არჩილ კუკულავას 2015 წლის 23 დეკემბრის №47710/02 სამსახურებრივი ბარათის  საფუძველზე,                           
                              
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მიეცეს ანაზღაურება, 2016 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა დანართების №1, №2 და №3-ისMმიხედვით თვეში 16617.25 ლარი.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, ყოველი კვარტლის ბოლო კვირაში, გასცეს 49851.75 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), უნივერსიტეტის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება