2012-03-09
ბრძანება №:258/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტთა ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25 დადგენილებით დამტკიცებული “დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის” მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და ფაკულტეტების წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე კონკურსანტები ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ფაკულტეტებზე:

ა)    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ)    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ)    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 3);
დ)    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 4);
ე)    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 5);

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (2 კვირის ვადაში).        
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გამოაკრას ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი                                ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება