2020-08-14
ბრძანება №:156/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი
განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“-ს დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 03 აგვისტოს  N10663/10 და    თსუ    უწყვეტი    განათლების    ცენტრის    უფროსის    2020 წლის 11 აგვისტოს    N11266/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები“ (დანართი 1);
2. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს  ბრძანების  განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება