2014-07-04
ბრძანება №:11/04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გასამიჯნად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ,,ნ’’ ,,ო” და ,,პ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პროფესორ მარინე ჩიტაშვილის 2014 წლის 14 აპრილის №12510/02 და მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის 2014 წლის 24 აპრილის №13328/02 სამსახურებრივი ბარათების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის 2014 წლის 23 მაისის №16272/02 და 28 მაისის №16641/02 კოლექტიური მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუზეუმო საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროცესის ინტერესების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გასამიჯნად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თამარ წუწუნავა – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კარლო აქიმიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მარიამ ახალკაციშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, კომისიის წევრი;
ე) მაია გურაბანიძე - მუზეუმის დირექტორი, კომისიის წევრი;
ვ) ოთარ დუდაური - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის წევრი;
ზ) ნანა მუსერიძე - მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) დავით სართანია - მუზეუმის დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
ი) დავით შენგელია - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კომისიის წევრი;
2. კომისიამ უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციებიდან სამუზეუმო და ლაბორატორიული ფონდების გამიჯვნისათვის იხელმძღვანელოს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) უნივერსიტეტის სამუზეუმო მიზნებისათვის გამოყოს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფიზიკურად და თვისობრივად სრულად დამახასიათებელი თვისებების მქონე მინერალების ნიმუშები. სასურველია, მათი ზომები შეესაბამებოდეს სამუზეუმო ექსპონატებისათვის აუცილებელს;
ბ) საგანმანათლებლო მიზნებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის გამოიყოს უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების და სილაბუსების თემატიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელი, სრულყოფილი და მრავალექსპონატიანი ე.წ. „დასარიგებელი“ და საექპოზიციო მასალა.
3. უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით, უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმის განსათავსებლად მოძიებულ იქნას შესაბამისი ფართი.
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე