2018-12-21
ბრძანება №:992/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში   (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან  – 2018 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2018 წლის 29  ნოემბრის №488  და  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის  2018 წლის 12 დეკემბრის №307/01-01 ბრძანებების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  რ.ხომერიკის 18.12.2018წ. №26078/28 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ.გობრონიძის  20.12.2018წ. №26273/10 დასკვნის საფუძველზე; 
   
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი ოქტომბრიდან  – 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;    
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 17400 ლარი, უნივერსიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,                                                
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                                                 ლ.საღინაძე                         

« უკან დაბრუნება