2016-12-14
ბრძანება №:1530/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” ჩარიცხვის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის /სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ნოემბრის №847 ბრძანებისა და ადამ ავთანდილოვის (№27833/02, 26.08.2016) განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
ჩაირიცხოს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე "ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)” საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ადამ ავთანდილოვ
2.
ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე
მიხეილ ჩხენკელი