2011-10-13
ბრძანება №:1930/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ" №1697/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და გულახმედ გასანალიევის №25712/02, 06.09.2011; სიპან შიპაკციანის №26139/02, 28.09.2011; რემიკ პოღოსიანის №26349/02, 29.09.2011; აიდან იბადოვას №26684/02, 03.10.2011; გოშკარ კულიევის №27582/02, 10.10.2011; არტემ ნერსესიანის №27717/02, 10.10.2011; ვუსალ ისლამოვის №27853/02, 11.10.2011; ალი მუსტაფაევისა №28063/02, 12.10.2011 და ელნურ გაჯიევის №28064/02, 12.10.2011 განცხადებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შევიდეს ცვლილება რექტორის 2011 წლის 27 სექტემბრის №1697/01-04 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლება:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).”
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი