2015-07-23
ბრძანება №:124/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის ღვაწლმოსილ პროფესორთა სახელების მინიჭების თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის ღვაწლმოსილ პროფესორთა სახელების მინიჭების თაობაზე
   
    
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57–ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2015 წლის 20 ივლისის №23572/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

                    
      ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსში შემდეგ აუდიტორიებს მიენიჭოთ ღვაწლმოსილ პროფესორთა სახელები:

ა) 401-ე ოთახს – პროფესორ არჩილ ფანცხავას სახელობის აუდიტორია;
ბ) 510-ე ოთახს – პროფესორ თენგიზ ჭიაბერაშვილის სახელობის აუდიტორია.
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება