2017-11-24
ბრძანება №:254/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების რვათვენახევრიანი კურსის საფასურის განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 23 სექტემბრის №132/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების რვათვენახევრიანი კურსის საფასურის განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 23 სექტემბრის №132/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
   
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 17 ნოემბრის №21047/10 წერილის საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების რვათვენახევრიანი კურსის  საფასურის განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 23 სექტემბრის №132/02-01 ბრძანებაში:  

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების კურსის  საფასურისა და  მასწავლებელთა ტარიფების განსაზღვრის შესახებ”

ბ)    ბრძანების პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების კურსის  საფასური განისაზღვროს  3000 ლარის ოდენობით;”

გ)    ბრძანებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე  11 და 22 პუნქტები:  

,,11. უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელებისათვის ინგლისურ ენაში მომზადების  კურსის მოცულობა განისაზღვროს 206 საათით, მომზადების ვადები განისაზღვროს მინიმუმ  6 (ექვსი) თვიდან მაქსიმუმ 9 (ცხრა) თვემდე;

22. უწყვეტი განათლების ცენტრის  აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში უცხოელი მსმენელების ინგლისურ ენაში მომზადებისათვის  მასწავლებელთა ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);”

2.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი       ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება