2019-03-22
ბრძანება №:74/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის  20 მარტის N4915/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით   გოცირიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი -კომისიის თავმჯდომარე;
ბ)    ლელა    ხუციშვილი    -    ენების    შემსწავლელი    ცენტრის    მთავარი სპეციალისტი - კომისიის მდივანი;
გ)   ილონა   ქენქაძე   -       საქართველოს   ეროვნული       უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი - კომისიის წევრი;
დ)   მარინე   კობეშავიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) მაია    ჯავახიძე    -    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ვ)  კონსტანტინე  ბრეგაძე  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული - პროფესორი - კომისიის წევრი;
ზ)  ნატალია  ბასილაია  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
თ)   მარინე   ალექსიძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ი)   ირინე   დემეტრაძე   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - კომისიის წევრი;
კ) ციური ახვლედიანი -  თსუ ემერიტუსი - კომისიის წევრი;
ლ)  ნინო  ბაგრატიონ  -  დავითაშვილი  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის მასწავლებელი - კომისიის    წევრი;
მ) ნინო აბრალავა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი -  კომისიის წევრი;
2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საატესტაციო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 3 აპრილის ჩათვლით.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ენების შემსწავლელი ცენტრი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.







რექტორი             გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება