2010-02-22
ბრძანება №:16/01-01

თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №5 დადგენილების შესრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №5 დადგენილების შესრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 254-ე დადგენილებით დამტკიცებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესი და თვითშეფასების კითხვარი, რომელიც ითვალისწინებს თსუ-ს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასებას თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.
2010 წლის 25 იანვრის მე-5 დადგენილებით დამტკიცდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების წესისა და თვითშეფასების კითხვარის ახალი რედაქცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 იანვრის №5 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დაევალოს თსუ აკადემიურ პერსონალს (სრული, ასოცირებული, ასისტენტ პროფესორი), სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ცენტრებისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებს თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის მე-5 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება;
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი);
3.    ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა

  

« უკან დაბრუნება