2019-03-01
ბრძანება №:42/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიდან გარიცხული დოკუმენტების ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიდან გარიცხული დოკუმენტების ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შესახებ


საქართველოს   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   51-ე   მუხლის   პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ეროვნული მეურნეობების ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ივნისის N295 ბრძანებულების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცმიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 თებრვლის N7010/02 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 15 ნოემბრის N 23880/10 კორესპონდენციის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადაფასების კომისიის შექმნის შესახებ “ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 ივნისის N169/02-01   ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას 2018 წლის 20 დეკემბრის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2014 წლის 27 თებრვლის N7010/02 კორესპონდენციაში მითითებული 1685 ერთეული საბიბლიოთეკო დოკუმენტის ღირებულებამ ინდექსაციის მეთოდით გადაფასების შედეგად შეადგინოს 7848,06 ლარი. დანართი N1–ს შესაბამისად;
2.დაევალოს    უნივერსიტეტის    ბიბლიოთეკას,    საფინანსო    დეპარტამენტსა    და ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის   2012   წლის   13   თებერვლის   N17/02-01   ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი               ნუნუ ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება