2012-08-22
ბრძანება №:1213/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წესდების მე-15 მუხლის პირველი პუქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის  #127/ნ ბრძანების მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ”  ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის,  ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 ივლისის #689 და 30 ივლისის #896 ბრძანებების, დავით ბიძიშვილის (#16802/02, 13.07.2012), ანა კოსტავას (#14412/02, 15.06.2012), ნატო ქარუმიძისა (#16930/02, 16.07.2012) და ხატია სიმონიას წარმომადგენლის  სალომე ბრეგვაძის (#16855/02, 13.07.2012) განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე კანდიდატები:
ა)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
საგანმანათლებლო პროგრამა _ ფსიქოლოგია
 ანა კოსტავა _ V სემესტრი, 111 კრედიტი
 (საქართველოს  მოქალაქე),
          
       
ბ) იურიდიული ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამა _ სამართალი    
ნატო ქარუმიძე ( საქართველოს მოქალაქე);

საგანმანათლებლო პროგრამა _ საერთაშორისო სამართალი

დავით ბიძიშვილი (საქართველოს მოქალაქე);

 გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
 ხატია სიმონია (საქართველოს მოქალაქე).

2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (2 კვირის ვადაში);

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და  ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.


4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალოების შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                    ლევან ალექსიძე                                                 
            

« უკან დაბრუნება