2019-09-10
ბრძანება №:214/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის N08/04 ერთობლივი ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2019 წლის   6 სექტემბრის  N16820/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი -
კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლელა  ჟამურაშვილი  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის  მასწავლებელი  - კომისიის მდივანი;
გ) დარეჯან   თვალთვაძე   -  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
დ) ირინა    გველესიანი    -  ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ე) ქეთევან  გოჩიტაშვილი  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის  მასწავლებელი  - კომისიის წევრი;
ვ) ვალერია  ფურცელაძე  -  ენების  შემსწავლელი  ცენტრის  მასწავლებელი  - კომისიის წევრი;

2. ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 11 სექტემბრიდან   2019 წლის   16 სექტემბრის ჩათვლით.
3. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ენების შემსწავლელი ცენტრი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





 
რექტორი               გიორგი შარვაშიძე 
 
« უკან დაბრუნება